Tuesday, September 6, 2016

დღე პირველი

ტრენინგის პირველი დღე საკმაოდ რთული იყო. აღმოჩნდა რომ წინა ტრენინგის მასალა საკმაოდ დავიწყებული გვქონდა. ტრენერმა განვლილი მასალაც გაგვახსენა და მიმდინარე ტრენინგის მიზნებიც გაგვაცნო.საინტერესო ვიდეოც ვნახეთ. რთულია , მაგრამ ძალიან საინტერესო. მოუცლელობის მიუხედავად მოუთმენლად ველოდები მომდევნო ტრენინგს.

დღე მეორე

ტრენინგის მეორე დღე უფრო ნაყოფიერი იყო. ტრენერმა დეტალურად გაგვაცნო პროგრამის ფარგლებში შესასრულებელი დავალებები. მოგვცა ამომწურავი რეკომენდაციები. გვასწავლა სიგელების, ბროშურების და მოსაწვევების დამზადება.ტრენინგი უფრო და უფრო საინტერესო ხდება.