Saturday, October 1, 2016

დღე მეცხრე

დღეს ტრენინგების ბოლო დღეა. დიდი მონდომების მიუხედავად დავალებების შესრულება ბოლომდე ვერ მოვასწარი. ჩთვლა ხვალისთვის გადაიდო. მინდა ყველაფერი
დამოუკიდებლად შევასრულო.

Sunday, September 25, 2016

დღე მერვე

განვიხილეთ  პროექტის მე-7-ე მოდულის  საკითხები. გამიჭირდა აღქმა მაგრამ ვეცადე მაქსიმალურად ყველაფერი გამეგო. საბოლოოდ ჩამოგვიყალიბა ტრენერმა შესასრულებელი დავალებები. მოგვცა მითითებები.

Saturday, September 24, 2016

დღე მეშვიდე

ძალიან გამიჭირდა დღეს. ალბათ იმიტომ რომ დაღლილი ვარ. მაგრამ რაღაც -რაღაცები მაინც შევძელი. გავიხსენე ბლოგზე  ღილაკების გაკეთება. მივიღეთ ახალი დავალებები
 მეტის დაწერა აღარ შემიძლია

Sunday, September 18, 2016

დღე მეექვსე

დღევანდელი ტრენინგი იყო ინფორმაციულად დატვირთული. გავეცანით შეფასების რუბრიკების ტიპებს და შედგენის წესებს. ვნახეთ ნიმუშები. ვნახეთ სხვა პედაგოგების პროექტები და პრეზენტაციები. განსაკუთრებით მომეწონა  მათემატიკის მასწავლებლის
ნინო გოგუაძის პროექტი სადაც გამოყენებული იყო იგავ -არაკი გლახაკისა და ქილა ერბოს შესახებ. პროექტი შემოქმედებითი იყო . სამწუხაროა რომ დროის დეფიციტს გან
ვიცდი.

Saturday, September 17, 2016

დღე მეხუთე

დღეს ბევრი რამ ვისწავლეთ. ადრე ნასწავლი მასალაც გავიმეორეთ. გავეცანით მასალას
საავტორო უფლებების შესახებ. რამდენი რამ არ გვცოდნია. ვნახეთ სხვა პედაგოგების
პრეზენტაციები. ძალიან საინტერესო მასალა იყო.  საინტერესოა მე  რა გამომივა

Sunday, September 11, 2016

დღე მეოთხე

დღევანდელი მასალა მოცულობითი იყო და მრავალფეროვანი. ბევრ სიახლეს გავეცანით.განვიხილეთ კურსის 2-ე მოდული. განვიხილეთ დამატებითი რესურსები, ვისწავლეთ კვლევის კითხვარის შექმნა, ბლოგის საშუალებით ეფექტური უკუკავშირის დამყარება კომეტარების სახით და ა.შ. მივიღეთ დავალებები.  ტრენინგები უფრო და უფრო საინტერესო ხდება

Saturday, September 10, 2016

დღე მესამე

დღეს ვისწავლეთ ხელახლა პუბლიკაციების შექმნა. ვისწავლეთ დრაივში მუშაობა. მივიღეთ ახალი დავალებები. ტრენინგი საკმაოდ რთული მომეჩვენა.